|
2025-11-18 10:28:01, 631 ნახვა
პოლიტიკა
ერევანში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ფაშინიანი შეხვდნენ
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ელისონ ჰუკერი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდა. შეხვედრაში ჰუკერისა და ფაშინიანის დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. ჰუკერმა X-ზე დაწერა, რომ "პროდუქტიული საუბრები ჰქონდა აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების შესახებ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვაჰან კოსტანიანთან და ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტ რუბენ რუბინიანთან". "შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რათა ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) განვავითაროთ, აშშ-სომხეთის ორმხრივი მემორანდუმები შევასრულოთ და პრეზიდენტ ტრამპისა და ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის ქვეშ დამატებით მშვიდობა და კეთილდღეობა მოვიტანოთ. ახლა კი - ბაქოში!" - წერს ჰუკერი. სომხეთის პრემიერმინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ფაშინიანი "მიესალმება სომხეთში ჰუკერის ვიზიტს" და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ბოლო პერიოდში ახალ დონემდე ავიდა. გარდა ამისა, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების მხრივ "მდიდარი დღის წესრიგი" შეიქმნა, რომელიც "მრავალ სფეროსა და მიმართულებას მოიცავს". როგორც განცხადებაში წერია, ჰუკერმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამიტის შეთანხმებების შესასრულებლად და ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის (TRIPP) განსავითარებლად სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. ამავე განცხადების მიხედვით, ჰუკერმა აღნიშნა, რომ ერევანს "ვაჭრობის, ინვესტიციის, ინფრასტრუქტურის, რეგიონული კავშირგაბმულობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის განსახილველად ეწვია".
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)