04:16 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-15 00:39:08, 1139 ნახვა

პოლიტიკა
საია: 4 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური კრიზისის, არასაკმარისი დებატების პირობებში ჩატარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდის ანალიტიკური მიმოხილვის ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებით, არჩევნები ღრმა პოლიტიკური კრიზისის და არასაკმარისი დებატების პირობებში ჩატარდა, რასაც თან ახლდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის ბოიკოტი და მოსახლეობისადმი მოწოდება, არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. 

საია ანგარიშში წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა რეპრესიულობით და გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობით.

"ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიული მმართველობის საფუძველია, რადგან სწორედ ადგილობრივი წარმომადგენლობები უზრუნველყოფენ მოსახლეობის საჭიროებების, ინტერესებისა და პრიორიტეტების ასახვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ამგვარი წარმომადგენლობა ქმნის პოლიტიკური ჩართულობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის საფუძველს. 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში კი, ამ დემოკრატიული ფუნქციის სრულყოფილი რეალიზება შეზღუდული აღმოჩნდა.

არჩევნები ჩატარდა ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და არასაკმარისი დებატების პირობებში, რასაც თან ახლდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის ბოიკოტი და მოსახლეობისადმი მოწოდება, არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა რეპრესიულობით და გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობით, რაც არსებითად ზღუდავდა კონკურენტულობას და პოლიტიკური/საარჩევნო გარემოს სამართლიანობას". - ნათქვამია დოკუმენტში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics