|
2025-11-08 14:21:49, 1291 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტი ალიევი: აზერბაიჯანი არასდროს შეგუებია მისი ტერიტორიების ოკუპაციას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ბაქოში, მეორე ყარაბაღის ომში გამარჯვების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ თარიღის მნიშვნელობას მთელი ქვეყნისთვის. თავის გამოსვლაში სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეეგუა თავისი ტერიტორიების ოკუპაციას და ყოველთვის იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. „ჩვენ არასდროს გვქონია განზრახული ჩვენი მიწების ოკუპაციის შეგუება“, - განაცხადა ალიევმა და გაიხსენა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იყო და მილიონზე მეტი მოქალაქე ლტოლვილი გახდა. „სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით: თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, აზერბაიჯანი დააბრუნებს თავის მიწებს, მათ შორის სამხედრო გზით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და გაიხსენა, რომ გაჭიანურებული მოლაპარაკებები ჩაიშალა სომხეთის ნებაყოფლობით დათმობაზე უარის თქმის გამო. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა მეორე ყარაბაღის ომის დროს მოძმე ქვეყნების მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეულ მხარდაჭერას. „დღეს, პირველად, პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურეები ჩვენთან ერთად მონაწილეობენ აზადლიგის მოედანზე გამართულ აღლუმში“, - თქვა მან და დასძინა, რომ ეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის ხალხებისა და ჯარების ერთიანობის გამოხატულებაა. გარდა ამისა, ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ სომეხი სამხედრო დამნაშავეები, რომლებიც მონაწილეობენ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში, ამჟამად ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, სადაც ისინი „აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ“.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)