|
2025-11-06 15:14:08, 3423 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ ყველაფერს
„როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს, ეს ოპიზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლები კი ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი „შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო“. „მგონი, ჩვენ არ უნდა დავკავდეთ მათი განცხადებების შეფასებებით. შედეგი ხომ ყველამ კარგად ვიცით. ის, რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იყო ძალიან დიდი მარცხი მათთვის. ის, რომ არჩევნებში ვიღაცებმა არ მიიღეს მონაწილეობა, ვიღაცებმა კი მიიღეს, ესეც, რა თქმა უნდა, დამანგრევლი იყო მათთვის. როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს. ყველგან ასეა, ბიზნესში, სპორტში, პოლიტიკაში, მით უმეტეს. როდესაც რაღაცას აკეთებ და შედეგს ვერ იღებ, ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ჯდება და ფიქრობს, რა იყო ის მიზეზი, რამაც აქამდე მიიყვანა. პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებენ მიზეზს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ოპოზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლებს, ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს, ყველაფერში დამნაშავე არის ქართველი ხალხი, თვითონ ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებენ, ყველაფერს საუკეთესოდ ალაგებენ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია დამნაშავე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. როდესაც შენ ხარ უსამშობლო, ხარ აგენტი, როდესაც გარედან იღებ დავალებას, ასეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები განწირულები არიან მარცხისთვის და ვერასდროს შედეგს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)