|
2025-11-02 14:40:21, 1247 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე გიორგი ჯამდელიანი - არაბები 2 დიდი ქალაქის მშენებლობას აპირებს თბილისთან და აჭარაში - ამიტომ ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ
არაბები 2 დიდი ქალაქის მშენებლობას აპირებს თბილისთან და აჭარაში. თქვეს, რომ 60% გაყიდვებისა, საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. - ამის შესახებ, საკვირაო ქადაგებაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი აცხადებს. "ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს დიდ ინვესტიციას, მაგრამ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ როგორ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ერი, ეთნოსი...დღეს დაცლილია ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები, ჩვენი თანამემამულეები ლუკმა-პურის საშოვნელად ემიგრაციაში არიან წასული. გაეროს კვლევებითაც, ჩვენი ერი მოკვდავ ერების სიაშია, ესე იგი ვერ ვმრავლდებით და ამ დროს სახელმწიფოს არ გააჩნია, არ გაგვაჩნია დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, არც პოლიტიკა, არც ის, რომ ჩვენი ხალხი დავამაგროთ თავის მიწა-წყალზე...ამ ფონზე, როდესაც გადაშენების პირას ვართ და ვერ ვმრავლდებით, ამ დროს შემოსვლა ასეთი დიდი კომპანიის, რომელიც 2 დიდი ქალაქის მშენებლობას აპირებს თბილისთან და აჭარაში. თქვეს, რომ 60% გაყიდვებისა, საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. მე გეკითხებით, იმ 40%-ის შემძენი ვერ იქნება ქართველი, დღეს ხედავთ გაძვალტყავებულ ჩვენ ხალხს, რომლებიც ბანკების თავხედური თავგასულობით მაღალი პროცენტებით, სესხებით იხრჩობა, იმ 40%-ის მყიდველიც არ არსი ჩვენი ხალხი....ნუთუ ჩვენ არ გვახსოვს არაბთა ბატონობა ჩვენს ქვეყანაში?! თითქოს შორს არის, მაგრამ ეს ისტორია, 1000 წელი ვითარცა 1 დღე ღვთის წინაშე ნათქვამია... ვინმეს ზიზღი კი არ გაგვაჩნია, მაგრამ როცა ჩვენ, ჩვენივე ქვეყანაში ამას გვიქადის დრო და ჟამი, რომ შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდეთ, ამ დროს, კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ? რაც მტერმა ხმლით ვერ დაგვათმობინა, სხვადასხვა ხერხით მოსული უცხოტომელები ფეხიდან გამოგვაცლიან მიწას და მაშინ შეგვრჩება რა? - არაფერი... ამიტომ ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და მე არ ვიცი, გაოგნებული ვარ. კი ჩვენ გვინდა ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის სწორი განვითარება, მაგრამ თუ ქართველი საქართველო არ იარსებებს, მაშინ ასეთი განვითარებული ქვეყანა, არ ვიცი... მე გაუმართლებლად მიმაჩნია ეს პროექტი და შეიცავს დიდ საფრთხეებს და დიდ რისკს... ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით დაიფაროს ჩვენი ერი, მოგვცეს კეთილგონიერება, მისცეს კეთილგონიერება ჩვენს ხელისუფალს, რომ სწორად გააანალიზონ და შეაფასონ და ახლომხედველური ნაბიჯები კი არ იქნას გადადგმული, არამედ შორსმჭვრეტელური... | ამბობს საკვირაო ქადაგებაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)