|
2016-03-25 09:37:53, 1565 ნახვა
სხვადასხვა
კვირიკაშვილი: ჩვენი გეგმა ეკონომიკის გაძლიერება და შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემააა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მიმართულებაზე- განათლების რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. კვირიკაშვილის თქმით, განათლების რეფორმის პირველი ბლოკი, პროფესიული განათლების სრულიად ახლებური მოდელია, რომელიც დამსაქმებელთან ერთად, სახელწმიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ პროფესიული განათლების სისტემას ნიშნავს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს უფრო მეტ კვლაფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და უფრო მეტ დასაქმებულს ქვეყანაში. „გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ მთავრობის რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განათლების რეფორმის პირველი ნაწილი-ეს არის პროფესიული განათლების რეფორმა. დარწმუნებული ვართ, ის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს არის ეკონომიკის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა, თანამედროვე მიდგომებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა ნამდვილად მისცემს ქვეყანას საშუალებას, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. განათლების რეფორმის პირველი ბლოკი, რომელიც ჩვენ გუშინ წარვადგინეთ, არის პროფესიული განათლების სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც დამსაქმებელთან ერთად და სახელწმიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ პროფესიული განათლების სისტემას ნიშნავს, რაც ნიშნავს უფრო მეტ კვლაფიცირებულ კონკურენტუნარიან პროფესიონალს და უფრო მეტ დასაქმებულს ქვეყანაში და ნამდვილად მისასალმებელია ეს რეფორმა. ნიშანდობლივი ის არის, რომ პირველი ამ ოთხპუნქტიანი რეფორმათა გეგმიდან წარდგენილია განათლების რეფორმა, რომელიც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ოთხ მიმართულებას შორის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)