|
2025-11-01 11:17:52, 960 ნახვა
საზოგადოება
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
ფრანგული არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel, ოფიციალურად განსაკუთრებულმა სტუმრებმა, მისმა შემქმნელებმა და დამფუძნებლებმა PSP-ს გუნდთან ერთად, 29 ოქტომბერს გააცნო “რესპუბლიკაში” შეკრებილ საზოგადოებას. Puressentiel - ფრანგული ხარისხის, ინოვაციისა და ეკოლოგიურობის სინონიმია. ბრენდის, რომელმაც გააერთიანა მეცნიერება და ბუნების შესაძლებლობები, წარდგენის ღონისძიებას ექიმები, სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ასევე, საინტერესოდ ისაუბრეს ეთერზეთების სამკურნალო და პრევენციულ თვისებებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ბრენდის ღირებულებებზე - Natural, Commitment, Perfomance - ბუნებრივი, სანდო, ეფექტური. ღონისძიების სტუმრებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა პირადად გაცნობოდნენ ბრენდის შემქმნელებს, დაესვათ კითხვები და მეტი გაეგოთ მეცნიერების და ბუნების სინთეზის ინტეგრაციის ეფექტურობაზე სიჯანსაღისა და სილამაზისთვის. ”ფურესენშელის” თანადამფუძნებელი და პროდუქციის შემქმნელი იზაბელა პაკიონი (Isabelle Pacchioni) ფრანგული არომათერაპიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მას ეკუთვნის ბრენდის ფილოსოფიის მთავარი იდეა -„Nature Has the Power“. იგი ხელმძღვანელობს პროდუქტის შემოქმედებით განვითარებას და თავად ქმნის ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს ეთერზეთების სამკურნალო თვისებებს და თანამედროვე მეცნიერებას. Puressentiel Group პრეზიდენტი მარკო პაკიონს (Marco Pacchioni) ბრენდის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას მართავს. მისი ხელმძღვანელობით Puressentiel წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში და იქცა ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიად არომათერაპიის მიმართულებით.
როკო პაკიონი (Rocco Pacchioni), Puressentiel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოჯახის ხედვის გამგრძელებელი და ბრენდის ციფრულ სტრატეგიის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია. საფრანგეთში 2005 წელს იზაბელა და მარკო პაკიონებმა დააარსეს ბრენდი, რომელიც არომატერაპიის ლიდერო მსოფლიოს 70 ქვეყენაში. “ფურესენშელის” პროდუქტები ინოვაციური გამოშვების ფორმებით და არომათერაპიული ფორმულებით დაფუძნებულია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივ ეთერზეთებზე.
პროდუქციის სრული ასორტიმენტი ექსკლუზიურად PSP სააფთიაქო ქსელშიa ხელმისაწვდომი, რაც კომპანიის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს ბუნების ძალა მაღალი ხარისხის არომათერაპიულ პროდუქტებში.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
მაჭავარიანი- ხელისუფლება იცავს ყველაფერს, რაც ქართულ გენეტიკაშია კოდირებული
რეზო გიგინეიშვილმა მხარი დაუჭირა სინდისის პატიმარ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|






ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)