|
2025-10-30 14:12:19, 908 ნახვა
პოლიტიკა
TI: 5 წელში ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა აღირიცხა, ფიგურირებს 221 მაღალი თანამდებობის პირი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ბოლო 5 წელში ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა აღირიცხა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი. TI-ს თანახმად, 5 მილიარდი ლარი არის თანხა, რაც მხოლოდ მათი გამოძიებებით - ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. TI წერს, რომ აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი - 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ "ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზები არ შეცვლილა - სახელმწიფო დღესაც მიტაცებულია". ასევე, აღნიშნავს, რომ "კორუფციის დაფარვაში წლებია, ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები". TI საუბრობს იმაზეც, რომ ქართული ოცნება "გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებს როგორც კორუფციასთან ბრძოლას". " ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და თითქმის ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერ მინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ. წლების განმავლობაში, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ ამას სიცრუეს უწოდებდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებული იყო. ახლა კი ისინი თავად ადასტურებენ, რომ მრავალი წელი ქვეყანა კლეპტოკრატიული პრინციპით იმართებოდა და მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ მასშტაბურ კორუფციულ სქემებში – ქართულ ჯარს, მოსწავლეებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მილიონობით საბიუჯეტო სახსრებს ჰპარავდნენ. ფაქტია, რომ ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზები არ შეცვლილა – სახელმწიფო დღესაც მიტაცებულია. კორუფციის დაფარვაში წლებია, ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას. სინამდვილეში, ელიტური კორუფცია გაცილებით უფრო მასშტაბური იყო და ასეთად რჩება", - აცხადებენ TI-ში. ანგარიში - სრულად
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)