|
2025-10-27 14:43:49, 899 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციური: გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს
პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია. პენიტენციური ეხმაურება გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც - გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს. პენიტენციური აცხადებს, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს ციხის თანამშრომლებმა 25 და 26 ოქტომბერს საუზმით სახით კანონით დადგენილი ულუფა შესთავაზეს, რაზეც მსჯავრდადებულებმა უარი განაცხადეს და საკანში მხოლოდ პური დაიტოვეს. "შემდგომ სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ. ასევე 2025 წლის 26 ოქტომბერს, 13:22 საათზე მსჯავრდებულებს შეეთავაზათ სადილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად. მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე, ასევე, არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტის შესახებ და იგი კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია - თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას. ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - ვკითხულობთ პენიტენციურის განცხადებაში.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)