|
2016-03-24 17:10:11, 1019 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. ქართველ სამხედროებს უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს როტაცია, ბუნებრივია, პირველი არ არის. 15 წელია სხვადასხვა მისიებში ვმონაწილეობთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი და იმავე ენთუზიაზმით შევხვდეთ ამ ბიჭებს. ერთი და იმავე ენთუზიაზმით გავაცილოთ. იგრძნონ სიყვარული, იგრძნონ პატივისცემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ისინი არიან ჩვენი სახე და სახელი და ატარებენ ქართულ დროშას მთელ მსოფლიოში, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გრძნობდნენ საზოგადოების სრულ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ასევე სრული შემადგენლობით ჩამოვლენ და ჩვენ ყველანი ერთად დავხვდებით მათ საქართველოში მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 7 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან -42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბ-ბინის დაცვის ამოცანებს, ხოლო, 52-ე ბატალიონი და ეროვნული გვარდიის ოცეული ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების ამოცანებს შეასრულებს. ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მიიღებენ მონაწილეობას. „ეს დანაყოფები, ძირითადად, აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში განლაგდებიან - ქაბულის და ბაგრამის დაცვაზე. ძალიან მნიშვნელოვანი მისიებია, რადგან სწორედ მათ უნარზე, მათ ცოდნასა და საზრიან ქმედებაზე არის დამოკიდებული იქ არსებული საერთაშორისო თუ ამერიკული დანაყოფების სიცოცხლისუნარიანობა, შტაბების დაცვა. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ თუ არ გვინდა თბილისში მოხდეს ის, რაც მოხდა ბრიუსელში, ანკარაში, სტამბულში, პარიზში, ეს ბიჭები უნდა იყვნენ მისიაში და შეასრულონ თავიანთი საქმე“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიალს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. აღნიშნული სტუდენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში სხვადასხვა როლური თამაშებით მონაწილეობდნენ. სამხედროების გაცილების ცერემონიალის ფარგლებში სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ ჯარისკაცების პირადი შემადგენლობა დალოცა. ღონისძიების დასასრულს ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საზეიმო მარშით ჩაიარეს.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)