|
2025-10-17 22:19:00, 1122 ნახვა
სამართალი
ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა
"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება", - შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ირინე იმერლიშვილის ბოლო, 2024 წელის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია თბილისში ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ბინა, რომელშიც ნასყიდობის გზით 229,31 ლარი აქვს გადახდილი. როგორც შენიშვნაშია მითითებული, აღნიშნული ბინა საქართველოს ბანკს იპოთეკით აქვს დატვირთული. რაც შეეხება ხელფასს, მას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობისას, 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 122581,86 ლარი. ასევე 2023 წელს, ხელფასის სახით მას აღებული აქვს 4777,77 ლარი შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, როგორც აფელირებულ ასოცირებულ პროფესორს. მას ასევე უფიქსირდება სამომხმარებლო სესხი საქართველოს ბანკში, 165552,75 ლარის ოდენობით. ასევე იპოთეკური სესხი, 228580,17 ლარი აქვს აღებული ბინის საყიდლად და 2024 წელს იპოთეკური სესხის მომსახურებაში გადახდილი აქვს 7667.49 ლარი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)