|
2025-10-17 17:22:43, 1149 ნახვა
სამართალი
ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კერძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორია მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა "მიიტაცა". ამ საკითხთან დაკავშირებით ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განცხადება გააკეთა და საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხის შესწავლა დააანონსა. "წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ და არის ეჭვი იმისა, რომ სავარაუდოდ, იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი კაპიკი არ მიუღია. მან გადაიხადა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვე პროკურატურის მოკვლევის საგანია. ისტორიულად ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაა"- თქვა გურგენიძემ. ქართული ოცნების მხრიდან ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მიწების მიტაცებაზე საუბარი აქამდეც ყოფილა. ამ საკითხზე 2023 წლის 14 მარტს UG-მა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დავა დაიწყო. უნივერსიტეტს განმარტებული აქვს, რომ 1 ლარად უნივერსიტეტის ტერიტორიის გადაცემაზე აგებული კამპანია სიცრუეა. უნივერსიტეტის რექტორის, კოკა თოფურიას თქმით, უნივერსიტეტი აუქციონზე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)