|
2025-10-15 15:28:38, 1270 ნახვა
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 წლის კაცის შვილი ამბობს, რომ მამამისმა ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაიას შვილი, ნინი კოკაია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ადვოკატის ინფორმაციით, მამამისმა ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა. ნინი კოკაიას თქმით, 4 ოქტომბრის ღამეს მამამისს აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი შეესხა, რამაც მხედველობის გაუარესება გამოიწვია, თუმცა იმედი ჰქონდათ, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდებოდა: „სასწრაფოც გვყავდა გამოძახებული მაშინ. გვეგონა, რომ პრობლემა დროებითი იყო, თუმცა დღეს იყო მამასთან შესული ადვოკატი და ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეგვატყობინა, რომ მამამ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. მამამ უთხრა, რომ ცალი თვალიდან ვეღარ ხედავს“. ნინი კოკაიას თქმით, ციხეში მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, - მას გულზე ოპერაცია აქვს გადატანილი, - თუმცა მასთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა: „უკვე რამდენიმე დღეა, მამა ამბობს, რომ აქვს უჰაერობა, თავის ტკივილი, მაღალი წნევა, მარცხენა მხარე, ხელ-ფეხი გაბუჟებული აქვს. მამას ხუთი სტენტი აქვს გულში, მაგრამ ამ დრომდე მასთან ექიმი არ შესულა, არც გამოკვლევაზე გადაუყვანიათ. ახლა ამას მხედველობის პრობლემაც დაემატა“, - ამბობს ნინი კოკაია და ითხოვს, რომ მამამისთან შესაბამისი პროფილის ექიმები შევიდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლონ. კონსტანტინე კოკაია სამართალდამცავებმა 9 ოქტომბერს დააკავეს. მას გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 64 წლის კაცს 9 წლამდე პატიმრობა ელის. კონსტანტინე კოკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)