|
2025-10-14 18:25:30, 889 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიანე - საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რადგან ქვეყანა შიგნიდან მიიტაცეს
„ქართველები კვლავ იბრძვიან საკუთარი ევროპული სახელმწიფოსთვის, ისინი ჩვენი გმირები არიან, სულ მცირე, ჩემთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიის. დღეს ევროპარლამენტში დისკუსია იმართება, რომლის სახელწოდებაცაა: „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5 ევროპარლამენტარი მასპინძლობს: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი. როგორც რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, დღეს საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რადგან ქვეყანა შიგნიდან მიიტაცეს. „ეს გუშინ არ დაწყებულა, 2012 წელს დაიწყო. ამავდროულად, კრემლს სურდა უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების შიგნიდან მიტაცება. მათ იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ სამწუხაროდ, ფიქრობენ, რომ წარმატებას მიაღწიეს საქართველოში. თუმცა ჩვენ აქ ერთად ვართ იმის სათქმელად, რომ არ ვეთანხმებით საქართველოს ასეთ, ასე ვთქვათ, შეფასებას და ასეთ დიაგნოზს. მე ვარ ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ამ ქვეყნის საკითხებში და ვფიქრობ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფის წევრები, ვცდილობდით და ყველაფერს ვაკეთებდით, რათა ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს ანგარიშებში, არსებული ვითარება და გზამკვლევი შეგვეტანა იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს და რა თქმა უნდა, ევროკავშირს, იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე უფრო დიდი დემოკრატია გვქონდეს. სამწუხაროდ, მეც ძალიან სამართლიანი და გულწრფელი ვარ – ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ინსტიტუტების დახმარება ქართველი ხალხისადმი უფრო სუსტი იყო, ვიდრე ველოდით. რამდენიმე სახელმწიფოს გარდა, სანქციები არასდროს დაუწესებიათ პასუხისმგებელ პირებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ისევ ფლობს მაღალი რანგის ფრანგულ ჯილდოს და ის საფრანგეთის მოქალაქეა, როგორც მითხრეს. ადამიანი, ვინც დგას ყველა იმ ტრაგედიის უკან, რაც ახლა ხდება საქართველოში. „სპუტნიკის“ სტილის მედია კვლავ მოქმედებს ევროკავშირში, ჩვენს ინსტიტუტებში. და რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. უვიზო რეჟიმზე მხოლოდ ერთ წინადადებას ვიტყვი – ევროპარლამენტში არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა, მაგრამ უვიზო რეჟიმს აქვს კრიტერიუმები, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს და თითოეული ქვეყანა ფასდება. ჩვენ ერთმანეთში ვთანხმდებით, სულ მცირე იმაზე, რომ მათ, ვინც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი, თავად რეჟიმის წარმომადგენლებს და რეჟიმის მარიონეტებს, არ უნდა შეეძლოთ ისარგებლონ უვიზო რეჟიმით, როგორც აქამდე სარგებლობდნენ. ასე რომ, ეს საკითხები ჩვენთვის განსახილველია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)