|
2016-03-24 10:58:55, 4278 ნახვა
კულტურა
ფესტივალი „ფანartი" იწყება
„თიბისი ბანკისა“ და ელექტრონული წიგნების სახლის „საბას" მხარდაჭერით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მრავალჟანრობრივ ფესტივალს, „ ფანARTს" გამართავს. ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ხელოვნების 10 მიმართულებას აერთიანებს: იმპროვიზირებული ან კლასიკური მუსიკა, როკი და ალტერნატივა, კინო, სტენსილი, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, ქანდაკება, სოციალური ტელემედია ფოლკლორი. ფესტივალში მონაწილეობას 15-29 წლის ახალგაზრდები მიიღებენ, რომლებსაც კონსულტაციებს სხვადასხვა დარგში აღიარებული ხელოვანები გაუწევენ: 1.საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა - ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, დავით შამანაური; 2. მხატვრობა - ოლეგ ტიმჩენკო; 3. ქანდაკება - ირაკლი ჟვანია; 4. ფოტოგრაფია - გურამ წიბახაშვილი; 5. სტენსილი -Dr.LOVE ; 6. როკი/ალტერნატიული მუსიკა - ნიკა კოჩაროვი; 7.ფოლკლორი - სვიმონ ჯანგულაშვილი; 8. ლიტერატურა -დათო ტურაშვილი 9. სოციალური ტელემედია - თომა ჩაგელიშვილი 10. კინო - გოგი დოლიძე 31 მარტს, ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე თიბისი ბანკი 10-ვე მიმართულებაში საკუთარ რჩეულს გამოავლენს და მათ ფულადი პრემიებს გადასცემს. მრვალჟანრობირივი ფესტივალი ფანარტი, რომელიც მიზნად ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს, უკვე მეოთხე წელია იმართება და მისი თანაავტორი და უცვლელი კონსულტანტი ნიკოლზ რაჭველია. გასულ წელს ფანარტისა და თიბისი ბანკის რჩეული ნიჭიერი შემსრულებელი სანდრო ნებიერიძე გახდა, რომლის სოლო კონცერტი თიბისი გალერეაში სულ ცოტა ხნის წინ ანშლაგით ჩატარდა. საფესტივალო პროგრამა: 24 მარტი - ფესტივალის გახსნა. საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა 25 მარტი - მხატვრობა, ქანდაკება 26 მარტი - კინო/ანიმაცია/სოციალური მედია 27 მარტი - როკი/ალტერნატივა 28 მარტი - ლიტერატურა 29 მარტი - ფოლკლორი 30 მარტი - ფოტოგრაფია/სტენსილი 31 მარტი - დაჯილდოვების საზეიმოცერემონიალი, ფესტივალის დახურვა. დასაწყისი 20:00 სთ. მისამართი: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (ვაჟა-ფშაველას 76ბ.) დასწრება თავისუფალია !
(R)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)