|
2025-10-06 17:43:09, 1586 ნახვა
საზოგადოება
BOG-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-14 ნაკადზე მიღება დაიწყო (რ)
საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად, პროგრამის მე-14 ნაკადის მიღება გამოცხადდა. მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 15-17 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Pullman-ში გაივლიან. პროგრამა ინოვაციური იდეების მქონე ქალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ყველა ეტაპზე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ძირითად ღირებულებას – ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ეფუძნება. ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის ექსპერტისგან მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ქალ მეწარმეებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა გავუმარტივოთ. გვჯერა, რომ პროგრამის მონაწილეები საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებას ან უკვე არსებული საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეძლებენ. ინტენსიურ ვორკშოპებზე ისინი გაეცნობიან ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ინფორმაციას, გაიცნობენ თანამოაზრეებს და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ. მოხარული ვართ, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი იმატებს და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასობით მეწარმე ქალს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში. პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)