|
2025-10-03 09:27:08, 3149 ნახვა
მსოფლიო
როიტერი: „ტომაჰავკის“ რაკეტების უკრაინაში გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით არ მოამარაგებს, განუცხადეს „როიტერსს“ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა და საკითხთან დაკავშირებულმა სამმა სხვა წყარომ. მათი თქმით, აშშ-ის მარაგში არსებული რაკეტები, ძირითადად, საზღვაო ძალებისთვისაა განკუთვნილი. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამ „სამუშაო ცხენების“ დეფიციტი არ არსებობს, რომლებსაც აშშ-ის სამხედროები აქტიურად იყენებენ სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის. თუმცა, თუ უკრაინისთვის მიწოდება განიხილება, უფრო სავარაუდოა მოკლე რადიუსის ვარიანტები. ამავდროულად, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ადმინისტრაციამ შეიძლება განიხილოს ევროპელი მოკავშირეებისთვის სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შეძენის ნებართვის მიცემა კიევში შემდგომი მიწოდებისთვის. „ტელეგრაფმა“ ადრე გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის მიერ „ტომაჰაკვის“ ტიპის რაკეტებზე მოთხოვნის შესახებ. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპთან დახურულ შეხვედრაზე იარაღი მოითხოვა და ხაზი გაუსვა, რომ მათ შეეძლოთ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებაზე იძულება. თავად ზელენსკიმ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ტრამპმა უპასუხა მოთხოვნას და განაცხადა, რომ „ამაზე იმუშავებდა“. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მართლაც განიხილავდა „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების კიევისთვის გადაცემის შესაძლებლობას. მან განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პირადად პრეზიდენტი ტრამპი მიიღებდა. 1 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესახებ სადაზვერვო მონაცემების მიწოდების ნებართვა გასცა. 2 ოქტომბერს კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია აშშ-სგან დამატებითი დახმარების მიღება შორი დისტანციის დარტყმებთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული დეტალები არ გაამხილა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)