|
2016-03-23 16:06:48, 1546 ნახვა
კომენტარი
ფილიპ ბრიდლავი: სამხედრო შესაძლებლობები უნდა გავაუმჯობესოთ და ტერორიზმს უნდობლად დავუპირისპირდეთ
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის გენერალ ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, ტერორიზმთან გასამკლავებლად, ქვეყნებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით, თანამშრომლობა უნდა გაუმჯობესდეს. ამის შესახებ მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, გუშინ ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით განაცხადა. ფილიპ ბრიდლავმა დაგმო ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. "პირველ რიგში, მინდა, შევუერთდე იმ მრავალ ადამიანს, რომელმაც ამ ორი დღის განმავლობაში უკვე ეს შეტევებიდაგმო. ეს იყო ნამდვილად წარმოუდგენელი რამ, რაც მხოლოდ დაგმობას არ საჭიროებს, ვინაიდან უდანაშაულო სამოქალაქო პირები დაზარალდნენ, დაზარალებულთა შორის იყვნენ ჩვბნი სამხედროების ოჯახის წევრებიც. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ვინც დაზარალდა, ან მათი სულებისთვის, ვინც დაიღუპა გუშინდელი ტრაგედიის დროს. რაც შეეხება თავად კითხვას, თუ რა უნდა გაკეთდეს, სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ერთნაირად მოაზროვნე სახელწმიფოებმა და ქვეყნებმა უკეთ უნდა ითანამშრომლონ იმისათვის, რომ მოხდეს ტერორიზმთან გამკლავება და უკეთ უნდა მხოდეს შეკავება იმ ტერორისტებისა და უცხოელი მებრძოლების დაბრუნებისა ჩვენს ქვეყნებში. ამ მხრივ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა არის უპირველესი მნიშვნელობის, მეორეს მხრივ, სახელწმიფოთა ჯგუფმა, ვინც არ იღებს ტერორიზმს და ვინც წინააღმდეგია ამის, უნდა გააერთიანოს ძალისხმევა იმისთვის, რომ ფესვში მოხდეს ამოძირკვა ტერორიზმის საფრთხის. პირველ რიგში, უნდა მოხდეს რეაგირება იმ საჭიროებებზე, რომლებიც არის დაუკმაყოფილებელი დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ხდება სამიზნე ტერორისტების. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და თავად ტერორიზმს უნდობლად დავუპირისპირდეთ",-განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა. ცნობისთვის, ბრიუსელში გუშინდელ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 კი, დაშავდა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)