|
2025-09-25 12:02:41, 2042 ნახვა
საზოგადოება
გალტ & თაგარტმა სომხეთში CMS პროექტის საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა
გალტ & თაგარტმა, 23 სექტემბერს სომხეთში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის (CMS)“ ფარგლებში, საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა. კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერითა და Ameria Management Advisory-თან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საჭირო ESG ინსტრუმენტების განხილვას დაეთმო. ღონისძიებაზე განხილული იყო:
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სომხეთში უფრო ეფექტური და თვითკმარი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაა. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერას და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას, მათ შორის კოორდინაციას სომხეთის ცენტრალურ ბანკთან და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთნ. “გალტ & თაგარტის გუნდისთვის საამაყოა, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა გასულ წლებში წარმატებულად განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი პროგრამას სომხეთში ვახორციელებთ. პროგრამის მთავარი მიზანი სომხეთის კაპიტალის ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობის ზრდა და კორპორატიული ემიტენტების დაინტერესებაა. ეს კი ადგილობრივი კომპანიებისთვის ემისიის ხარჯების თანადაფინანსების, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით არის შესაძლებელი“, - აცხადებს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)