18:37 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-11 19:12:02, 1191 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავება არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა - კოალიცია "ცვლილებისთვის"

კოალიცია "ცვლილებისთვის" გმობს პოლიტიკური ლიდერების დაკავებას და ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდ3ელავას სოლიდარობას უცხადებს.

საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის სახელით განცხადება ელენე ხოშტარიამ გააკეთა და თქვა, რომ ახლა ხალხს უფრო მეტი მიზეზი აქვს ქუჩაში გამოსვლის და ახლა უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი ერთიანი და პრინციპული ბრძოლა. 

ვგმობთ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავებას და მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა. ცხადია, რომ "ოცნება" ცუდ მდგომარეობაშია, ისინი დასდევენ მათ ყოფილ თანაგუნდელებს, ისინი დასდევენ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც იბრძვის და რა მთავარია, მათ ეშინიათ ბევრი ხალხის ქუჩაში. ამიტომ სწორედ ერთიანი პრინციპული პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 4-ში, 13-ში, 27-ში ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics