|
2025-09-05 20:06:38, 2404 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ სოხუმში თურქული FLO-ს მაღაზია გაიხსნა
თურქული ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქსელმა, FLO-მ აფხაზეთში მაღაზია გახსნა. ინფორმაციას Telegram-არხი D News Abkhazia (DNAbkhazia) ავრცელებს. “სოხუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ახლა უკვე შეუძლიათ, შეიძინონ ფეხსაცმლის ორიგინალური მოდელები ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორიც არის Reebok, Lumberjack, USPA, Inci, Kinetix, Polaris, Dockers, Butigo და Nine West,” - წერს გამოცემა. DNAbkhazia-ს ცნობით, “სოხუმში FLO-ს პირველი მაღაზიის ასორტიმენტი არა მხოლოდ ფეხსაცმლის მრავალფეროვან, ანუ სპორტულ, ყოველდღიურ, ორთოპედიულ მოდელებს, არამედ სპორტული ტანსაცმლის, წინდების, ჩანთების, ზურგჩანთებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს, მათ შორის, ქამრებს, ქუდებსა და საფულეებს მოიცავს.” “ყველა პროდუქტზე მაღალი ხარისხი არის გარანტირებული და შეთავაზებულია ხელმისაწვდომ ფასებში. FLO ორიენტირებულია სტილსა და კომფორტზე და მომხმარებელს როგორც თურქულ, ასევე, ევროპული ბრენდებისა და საკუთარი წარმოების პროდუქციას სთავაზობს,” - წერს გამოცემა. სოხუმში მაღაზიის მისამართად ეშბას ქ. #166, „სუხუმ-მარკეტის“ პირველი სართული არის მითითებული. მაღაზიას Instagram-ზე თავის გვერდიც აქვს, სახელწოდებით @flo.abh. ცნობისათვის, თურქეთის უმსხვილესი, ფეხსაცმლის საცალო მწარმოებელი FLO საქართველოში რამდენიმე ფილიალს ფლობს, მათ შორის 4-ს თბილისში: "თბილისი ცენტრალის", "ისთ ფოინთის", "გლდანი მოლის" და "თბილისი მოლის" სავაჭრო ცენტრებში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)