19:29 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 13:56:52, 883 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ შეწყალების აქტი „გარიგების“ შედეგია

ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ „გარიგების“ შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი და, ამ აქტის მიზანი „ლელოს“ განადგურებაა, ანუ რაზე შედგა გარიგება, საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა, ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს.

„ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ „გარიგების“ შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი და, ამ აქტის მიზანი „ლელოს“ განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება – საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა. რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე. შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით. „ევროპული საქართველო“ რომ გამოეყო „ნაცმოძრაობას“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული „ევსაქებს“ შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა. რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე“, – წერს სალომე სამადაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics