|
2025-09-03 10:18:43, 1334 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის წინააღმდეგ „შეთქმულებას“ გეგმავენ. „მიეცით ჩემი თბილი მოკითხვა [რუსეთის პრეზიდენტ] ვლადიმერ პუტინს და [ჩრდილოეთ კორეის ლიდერ] კიმ ჩენ ინს, რადგან თქვენ შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მიმართვით. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა. ამავდროულად, მან გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს „მტრულად განწყობილი უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების მოპოვებაში“ დაეხმარა. „ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისთვის ბრძოლაში. იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და გაიხსენებენ“, - თქვა ტრამპმა. რამდენიმე საათით ადრე, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა რადიოწამყვან სკოტ ჯენინგსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას საერთოდ არ ეშინია ჩინეთისა და რუსეთის „ღერძის“ შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჩამოყალიბების. „დღეს ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები. ისინი არასდროს გამოიყენებდნენ თავიანთ სამხედრო ძალებს ჩვენს წინააღმდეგ. დამიჯერეთ, ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი, რაც მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ“, - თქვა ტრამპმა. გამარჯვების აღლუმამდე ჩინეთმა უმასპინძლა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) 25-ე სამიტს, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრო. შეხვედრის დროს სი ძინპინმა ისაუბრა „თანაბარი და მოწესრიგებული მრავალპოლარული სამყაროს“ ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა „წინააღმდეგობა გაუწიოს ცივი ომის მენტალიტეტს, ბლოკურ დაპირისპირებას და დაშინების პრაქტიკას“. სი ძინპინმა პირდაპირ არ ახსენა შეერთებული შტატები, მაგრამ ხაზი გაუსვა „ჰეგემონიისა და ძალაუფლების პოლიტიკის“ მიუღებლობას. პუტინმა ასევე ისაუბრა ამაზე და განმარტა, რომ რუსეთი დასავლურ ცივილიზაციას მტრად არ აღიქვამს და არასდროს უწყობს ხელს „ჩვენ ან ისინი“ ან „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენს წინააღმდეგაა“ პრინციპებს თავის პოლიტიკაში. პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზე სი ძინპინმა აღნიშნა, რომ კაცობრიობას „კიდევ ერთხელ უწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და დაპირისპირებას შორის“. „მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა და ერები ერთმანეთს თანასწორად მოეპყრობიან და მშვიდობიანად და ჰარმონიაში იცხოვრებენ, შეძლებენ ისინი საერთო უსაფრთხოების ინტერესების დაცვას, ომის წყაროს აღმოფხვრას და ისტორიული ტრაგედიის განმეორების თავიდან აცილებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)