|
2016-03-22 17:16:11, 2137 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნა
ბათუმში დღეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მუზეუმში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია, შეიქმნა დამატებითი სამუზეუმო სივრცეები, მუზეუმის ეზოში აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, მოწესრიგდა და კეთილმოეწყო ეზო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებულ მუზეუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული უნიკალური ექსპონატები და ხელნაწერი წიგნები. წლევანდელ ტურისტულს სეზონს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციით შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილი იყო ვიზიტორების რაოდენობა. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს, 1925 წლიდან იგი აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა. 1938 წლის თებერვლიდან და 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი. ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)