|
2025-08-28 12:43:26, 3022 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი მოუწოდებს უნგრეთს და ჩინეთს გამოხატონ რეაქცია კიევში ბავშვების მკვლელობაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმის შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. მისი თქმით, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები. ათობით მსხვერპლია. „ეს რუსული რაკეტები და თავდასხმის დრონები დღეს ნათელი პასუხია მსოფლიოში ყველასთვის, ვინც კვირების და თვეების განმავლობაში მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიისკენ. რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას ბალისტიკურ იარაღს ანიჭებს უპირატესობას“, - დასძინა მან Telegram-ზე. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სარგებლობს იმით, რომ „მსოფლიოს ნაწილი“ თვალს ხუჭავს მოკლულ ბავშვებზე. ამიტომ, ის ელის რეაქციას, კერძოდ, ჩინეთისგან მიმდინარე მოვლენებზე. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ჩინეთმა მოუწოდა არაერთხელ „ომის არგაფართოებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ“. უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს უნგრეთისგან რეაქციის ნახვა. „ბავშვების სიკვდილმა უნდა გამოიწვიოს ბევრად უფრო ძლიერი ემოციები, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ველით რეაქციას მსოფლიოში ყველასგან, ვინც მშვიდობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ახლა უფრო ხშირად დუმს, ვიდრე პრინციპულ პოზიციებს იკავებს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. და მან დაასკვნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი და მკაცრი სანქციების შემოღების დრო უკვე დადგა, რადგან „ყველა ვადა უკვე გაშვებულია“ და დიპლომატიის ათობით შესაძლებლობა განადგურებულია.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)