|
2025-08-27 13:56:31, 1494 ნახვა
კომენტარი
დათუნაშვილი - ოცნებამ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა
„ქართულმა ოცნებამ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა და მათივე მართული დაკონტრაქტებული დამსმენის ვატო შაქარიშვილის დასმენის საფუძველზე შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღა.- ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ძლიერი საქართველო - ლელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, დასმენა „ქართული ოცნების" ხელში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი" გახდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების", „საფარის" და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ანგარიშები. პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გგამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება".
საქართველო ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე გადარჩება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)