|
2025-08-26 10:28:26, 5167 ნახვა
სხვადასხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის კრიზისი მწვავდება
უკვე რამდენიმე დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის ბენზინგასამართ სადგურზე აბრები ჰკიდია: „დაკეტილია. საწვავი არ არის!“ ბენზინი არ არის, - კერძოდ, კომპანია „აზიდის“ და სახელმწიფო საწარმო „აფხაზტოპის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. „როსნეფტისა“ და „პოდოროჟნიკის“ კომპანიების (რომლებიც რუსი ბიზნესმენის, „როსნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ედუარდ ხუდაინატოვის საკუთრებაშია) ბენზინი ჩვეულ რეჟიმში იყიდება. სწორედ აქ იქმნება გრძელი რიგები. სოციალური მედიის მომხმარებლები აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც მანქანები რამდენიმე რიგშია გაჩერებული. „საწვავის კოლაფსი აფხაზეთში“, - წერენ ადგილობრივი მოსახლეობა ფოტოებს წარწერებით. აფხაზეთში საწვავის კრიზისი ახალი ფენომენი არ არის. მაგალითად, 2024 წელს რუსეთის მთავრობამ „როსნეფტს“ ოკუპირებულ რეგიონებში საწვავის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მისცა. შედეგად, აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა ან დაიხურა, ან საწვავის ნაკლებობის გამო ვერ ფუნქციონირებს. ამასობაში,აფხაზეთის დე-ფაქტო უწყებები და საწვავის კომპანიების მფლობელები პანიკის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აფხაზეთში საწვავის კრიზისი არ არის - საქმე მხოლოდ სეზონურ მიწოდების პრობლემებს ეხება. კომპანია „აფსნი-ოილის“ გენერალურმა დირექტორმა ოლეგ ლაკობამ განმარტა, რომ საწვავის იმპორტზე გავლენას ახდენს ლოგისტიკური სირთულეები: „ყოველ ზაფხულს აფხაზეთში ვხედავთ ან მოთხოვნის ზრდას, ან საწვავის მიწოდების შეფერხებას. ეს, რა თქმა უნდა, იმით არის განპირობებული, რომ რუსეთის რკინიგზის ჩრდილოეთ კავკასიის სეგმენტი ძალიან დატვირთულია. და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საწვავს რკინიგზით ვიღებთ, შეკვეთილი და გადახდილი საწვავი ყოველთვის დროულად არ მოდის“, - თქვა მან „სოჩი 24“-თან ინტერვიუში. აფხაზეთის ე.წ ენერგეტიკის სამინისტრო ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ პირობა დადო, რომ საწვავის ახალი პარტია აფხაზეთში უახლოეს დღეებში ჩამოვა:
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)