|
2016-03-22 15:43:39, 1533 ნახვა
სხვადასხვა
ია მამალაძე: მიგვაჩნია, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებით, უმცირესობების უფლებები იზღუდება
პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისთვის“ შემავალი ორგანიზაციები: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო ეთანხმებიან ვენეციის კომისიის და ODIHღ–ისერთობლივ დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს საარჩევნო რეფორმის მომავალში უკეთ გახორციელების თაობაზე; ასევე, მიიჩნევენ, რომ დასკვნაში მითითებული ხარვეზები გამომდინარეობს კონსულტაციებში ყველა დაინტერესებული პირის ნაკლები ჩართულობიდან, რამაც დააზიანა პროცესის ინკლუზიურობა. პარტნიორობა “თავისუფალი არჩევნისთვის“ ჩართული ორგანიზაციების შეფასებით, რომ პროცესი მართლაც არ იყო გამჭვირვალე, რის შესახებაც არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. " მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო, შექმნილიყო საარჩევნოსაკითხებზემომუშავეჯგუფისაზოგადოებისფართომონაწილეობით. ვენეციის კომისიის დასკვნიდანაც კარგად ჩანს, რომ ამგვარი - გაფართოებული ფორმატის ჯგუფის შექმნა პროცესების გამჭვირვალობის, მაქსიმალური კონსენსუსისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებისთვის დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ რა შეიძლება მოჰყვეს გაუმჭვირვალე პროცესებს, ამის ნათელი მაგალითია დაგეგმილი ცვლილებები:პარლამენტმაპ ირველი მოსმენით უკვე მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული ლიცენზირებული ტელემაუწყებელი ვალდებულია,პროგრამები განათავსოს მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. აღნიშნული რედაქციის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრობლემური გახდება ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება. საგულისხმოა, რომ სამცხე-ჯავახეთში სამი ქართულ-სომხურენოვანი, ხოლო ქვემო ქართლში _სამი აზერბაიჯანულ-ქართულენოვანი ადგილობრივი მაუწყებელია.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)