|
2025-08-18 23:37:12, 4968 ნახვა
კომენტარი
ევროკავშირის, ტრამპისა და ზელენსკის სამიტი დაიწყო - ვინ რა თქვა შეხვედრაზე
ევროპელი ლიდერები მე-5 მუხლის სტილის გარანტიებზე საუბრობენ საუბრის თემების შეჯამება: ჯორჯია მელონი: ჩვენ უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ და მოხარული ვარ, რომ განვიხილავთ წინადადებას, რომელსაც „მე-5 მუხლი“ ეწოდება, რომელიც თავდაპირველად იტალიური წინადადება იყო. ემანუელ მაკრონი: ხანგრძლივი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და ისინი ყველას გვჭირდება. კირ სტარმერი: საქმე მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არ ეხება, არამედ მთელი ევროპის, მათ შორის ბრიტანეთის უსაფრთხოებას. […] ვფიქრობ, სწორი მიდგომით დღეს შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების საკითხში […] რაღაც „მე-5 მუხლის“ სულისკვეთებით. ნატოს წესდების მე-5 მუხლი არის მუხლი, რომელიც ჩვეულებრივ შეჯამებულია, როგორც ალიანსის ყველა წევრის ვალდებულება, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა ყველაზეზე თავდასხმად აღიქვას. როცა ვსაუბრობთ უკრაინის უსაფრთხოებაზე, ასევე ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვსურს შევქმნათ რაღაც მსგავსი, ნატოს მე-5 მუხლისა, რათა დავიცვათ უკრაინა მომდევნო პოტენციური რუსული აგრესიისგან. ურსულა ფონ დერ ლაიენი : აქ ვართ როგორც მეგობრები და პარტნიორები, ჩვენი საერთო ინტერესია მკვლელობების შეწყვეტა. მნიშვნელოვანია მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია ალექსანდ შტუბმა თქვა რომ ის არის პატარა ქვეყნიდან, რომელსაც საკმაოდ დიდი პერიმეტრის საზღვარი აქვს რუსეთთან და კარგად იცნობს რუსეთს და მასთან ჰქონდა კონგფლიქტი რომლის დარეგულიტებაც მოგვარდა. მან იმედი გამოთქვა რომ, ახლაც 2025 ში მოხეტხდება კონფლიქტის მოგვარება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)