|
2016-03-22 12:07:40, 1018 ნახვა
სამართალი
გიორგი დგებუაძე (იგივე "მასტერა") ადვოკატებს ჯერ არ მოუნახულებიათ
ადვოკატ ირაკლი გრძელიშვილს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დგებუაძე, (იგვივე „მასტერა“) რომლის საქართველოში ექსტრადიციაც ცოტა ხნის წინ განხორციელდა, ჯერ არ მოუნახულებია. როგორც გრძელიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კანონის შესაბამისად, აქვს საშუალება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულოს, თუმცა აღნიშნულის თაობაზე, ჯერ სხვა ადვოკატებთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს, რომლებიც ასევე დგებუაძეს იცავენ: " მონახულების საშუალება მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ვარკვევ სად არის. უფლებამოსილი ვარ, ვნახო, მაგრამ ჯერ არ მინახია, ვყალიბდებით დაცვის მხარე, როდის და როგორ ვნახოთ. ჩემს გარდა სხვებიც იცავენ და ერთად გვინდა ვნახოთ. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, არ გავქვს მიღებული გადაწყვეტილება", - განუცხადა ირაკლი გრძელიშვილმა "ექსპრესნიუსს" პროკურატურის მოთხოვნით, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ექსტრადირება დღეს განხორციელდა. გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. "ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი", - აცხადებენ პროკურატურაში. 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)