|
2025-08-15 10:44:42, 2026 ნახვა
საზოგადოება
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში Jaguar-იც მონაწილეობს
ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, კამპანიას ახორციელებს. ინიციატივა იმ ბრენდების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რომელთა ლოგოში ცხოველის ან ფრინველის სიმბოლოა გამოსახული და მათ ბუნების დაცვის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს. კამპანია უკვე 9 პარტნიორ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის ერთ-ერთი GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდი Jaguar-ია. “GT Motors-ში სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული კამპანია კი განსაკუთრებულად ახლოს დგას ჩვენს საქმიანობასთან, რადგან ერთ ინიციატივაში აერთიანებს ეკოლოგიას, ბრენდს და ღირებულებებს - ეს არის CSR-ის სწორედ ის ფორმა, რომელიც სიმბოლურ დონაციაზე გაცილებით მეტს აკეთებს ცნობიერების ასამაღლებლად. ბუნების თემატიკაზე დაფუძნებული ეს კამპანია ჩვენთვის სრულიად ახალ, გამორჩეულ სივრცეს ხსნის - იმ სივრცეს, სადაც ბრენდის ბუნება და ნამდვილი ბუნება ერთმანეთთან იკვეთებიან საერთო სიკეთისთვის. ამასთან, სიმბოლურია, რომ GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდები იმ სეგმენტში მოხვდნენ, რომელთაც ეს კამპანია ეხებათ - ანუ არიან იმ ბრენდებს შორის, რომელთა ლოგოტიპშიც ცხოველის გამოსახულება ფიგურირებს. თანაც როგორი საამაყოა, როცა ჩვენს შემთხვევაში ისეთ ბრენდებზე გვაქვს საუბარი როგორიც არის Jaguar და Mustang. ალბათ, როცა ავტომობილების ბრენდების ამ ტიპის ლოგოებს ვიხსენებთ, პირველი ყველას სწორედ ეს ორი ბრენდი და ლოგოტიპი გვახსენდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნების დაცვა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენივე ვიზუალური იდენტობა და მარკეტინგული ძალისხმევა გამოვიყენოთ კეთილი საქმისთვის. ჩვენთვის პატივია ვიყოთ იმ კომპანიებს შორის, ვინც შეუერთდა ამ ინიციატივას და გვინდა, ჩვენი მონაწილეობით სხვებსაც მივცეთ მაგალითი, ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში”, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. Jaguar-ის ვიზუალური იდენტობა ინსპირაციას ბუნებიდან იღებს - ნახტომში გამოსახული იაგუარი ასახავს ბრენდის ძირეულ ფასეულობებს - ელეგანტურობას, ეფექტიანობას, ძალასა და მუდმივი წინსვლის ამბიციას. ის ხაზს უსვამს ბრენდის დინამიკურ სულს და მუდმივ მისწრაფებას პროგრესისკენ. „ჩვენს პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდების სიმბოლიკა სრულიად ორგანულად ეხმიანება კამპანიის მთავარ გზავნილს, რადგან ეს ბრენდები ქმნიან სიმბოლურ კავშირს მტაცებელ ცხოველებთან, რომლებიც ადამიანებს ოდითგანვე აძლევდნენ ბიძგსა და ძალას მოძრაობისთვის და ახალ გარემოებთან ადაპტაციისთვის. Jaguar-სა და Mustang-ს ბრენდებად ჩამოყალიბების სრულიად სხვადასხვა ისტორიები აქვთ, რადგან ერთი სრულიად დამოუკიდებელ ორგანიზმად ჩამოყალიბდა, მეორე კი დიდი ბრენდის ქვეშ. თუმცა მათ აერთიანებთ ის, რომ ორივე ბრენდი სიმბოლურად გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომელსაც ადამიანი ბუნებიდან იღებს“, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში GT Motors-ის პორტფელში შემავალი ორი საერთაშორისო ბრენდი - Jaguar და Mustang ჩაერთო, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)