|
2025-08-13 12:56:05, 3855 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია- ბირთვულ საფრთხე არ არსებობს
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ 12 აგვისტოსს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ კოშკებთან გაჩენილი ხანძარი ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს რადიაციის მომატებული დონე არ დაფიქსირებულა. სამშაბათს, უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ძლიერი კვამლის შესახებ განაცხადა: ხანძარი, როგორც გაირკვა, სატვირთო პორტთან ახლოს გაჩნდა, რომელიც თავად ატომური ელექტროსადგურის დაცული პერიმეტრის გარეთ მდებარეობს. „ინციდენტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ევროპაში უდიდესი ატომური ობიექტის რუსული ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე“, - ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელი, ევგენ ბალიცკი, აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა სცადეს და შედეგად მშრალი ბალახი დაიწვა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ევროპაში უდიდესი ობიექტი, სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან რუსეთის მიერ კონტროლდება და ელექტროენერგიას არ აწარმოებს. 19 ივლისს, როგორც გაირკვა, ტყის ხანძრების გამო ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კვამლიც დაფიქსირდა. ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ არსებობდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)