|
2025-08-11 21:46:18, 2224 ნახვა
მსოფლიო
„როსნეფტის“ მესამე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონის თავდასხმის გამო გაჩერდა
„როსნეფტის“ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ კვირას უკრაინის დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნედლეულის მიღება შეწყვიტა, იტყობინება „ბლუმბერგი“ სიტუაციაში ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით. წლიური 5.8 მილიონი ტონა სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გასულ წელს დაახლოებით 4 მილიონ ტონა ბენზინს და დიზელს აწარმოებდა, დაზიანდა დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომელიც რუსეთის 13 რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს მოიცავდა. გადამამუშავებელი ქარხანა ბოლო კვირაში „როსნეფტის“ მესამე ქარხანა გახდა, რომლის მუშაობაც დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა შეაფერხა. 2 აგვისტოს კომპანიის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც საწვავით ამარაგებს მოსკოვის რეგიონს, სხვა ადგილებთან ერთად, თავისი სიმძლავრის დაახლოებით ნახევარი შეაჩერა. „როსნეფტის“ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომლის წლიური სიმძლავრე 13.8 მილიონი ტონაა, სამი პირველადი გადამამუშავებელი ბლოკიდან ორზე ავარია მოხდა. იმავე დღეს, „როსნეფტის“ სამარის ჯგუფის ყველაზე კარგად აღჭურვილმა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მთლიანად შეწყვიტა წარმოება. მისი სიმძლავრე წელიწადში 8.3 მილიონ ტონას შეადგენს. „როიტერის“ წყაროების ცნობით, ნოვოკუიბიშევსკისა და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას ერთი თვე დასჭირდება. 7 აგვისტოს დრონით დაბომბეს კრასნოდარის მხარეში მდებარე „აფიპსკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ხოლო 10 აგვისტოს - კომის რესპუბლიკაში მდებარე „ლუკოილ-უხტანეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან თითქმის 2000 კილომეტრში მდებარეობს. „ინტერფაქსს“ სიტუაციის მცოდნე წყაროებმა აცნობეს, რომ ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, რომელიც ენერგეტიკის საკითხებში კურირებს, 14 აგვისტოს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს. მათი ინფორმაციით, განიხილება ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება, სადაც ფასები გაზაფხულიდან 30%-ით გაიზარდა და ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, კვლავ იზრდება. ორშაბათს, სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე AI-95 ბენზინის ფასმა მეექვსე დღეა ისტორიული რეკორდი დაამყარა და ტონაზე თითქმის 80 ათას რუბლს მიაღწია. AI-92 ბენზინის ფასი 1%-ით გაიზარდა და ტონაზე 69,814 რუბლს მიაღწია.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)