|
2025-08-06 17:58:31, 2462 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს
სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მიღებულ გამამართლებელ განაჩენს. - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. მათი შეფასებით მოცემულ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს, 2025 წლის 24 მარტს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა და ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. "სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ადამიანის უფლებების კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტები, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნასა და მოპოვებას არსებით მნიშვნელობა აქვს პირის პასუხისგებაში მისაცემად. ისეთ შემთხვევებში, როდესაც პოლიციელებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში." - წერია განცხადებაში. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაამართლა გიორგი ახობაძე, ექიმი და სინდისის პატიმარი, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)