|
2025-08-06 17:50:20, 4086 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე - დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი — ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი,
“დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი — ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი, საქართველო გათავისუფლდება რუსებისგან და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ “ძალიან მიჭირს საუბარი, პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, გიორგი ახობაძე არის თავისუფალი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დღეს შემეძლო ეს სიტყვები მეთქვა. მისმა გაუტეხელობამ, პრინციპულმა ბრძოლამ, თავდადებამ, ყველა ჩვენი რეჟიმის ტყვის სიმტკიცემ მოიტანა დღევანდელი დღე. იმის მიუხედავად, რომ დღეს მზია გამოგვტაცეს ხელიდან, ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ მზია და თითოეული სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი. რეჟიმმა დაიხია უკან, რეჟიმს დაახევინა უკან თავისუფლებისთვის მებრძოლმა ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ბარ და სულ ვამბობ ამ სიტყვებს - გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი და მჯერა, ერთი წუთიც ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად ამ პრინციპულ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე. ცხელი ზაფხული, ცხელი სექტემბერი გველის, მაგრამ აუცილებლად ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. მოკითხვა თითოეული რეჟიმის პატიმრებს, თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს, ჩვენ თქვენთან ვართ, ძალიან მალე უკვე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება რუსებისგან და დაუბრუნდება ევროპულ გზას. ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი, ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)