02:26 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 23:18:50, 828 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ვისაც სჯერა, რომ ფული მოვიპარე, კლინიკური იდიოტი, ან სრულიად უსინდისოა

„ძალიან ვბრაზდები როცა ამბობენ, რომ ფული მოიპარა სააკაშვილმა. ვისაც ეს სჯერა, არის კლინიკური იდოტი, ან სრულიად უსინდიო“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების 
თანამდებობაზე დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნია,  რომ თანამდებობებზე ახლობლების დანიშვნა სახელმწიფოსთვის კარგი არაა.

„საქართველოში მქონდა ისტერიული გართულება ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, კლასელებზე, რომ მისინი რაიმე თანამდებობაზე არ მოხვედრეილიყვნენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ იმდენად არ გვაქვს სახელმწიფოს გამოცდილება, თუ ყველა მხოლოდ თავის ახლობლებზე გააკეთებს აქცენტს, სახელმწიფო იქ არ იქნება. ძალიან ვბრაზდები, მართლა ძალიან ვბრაზდები, როცა მეუბნებიან, რომ ფული მოიპარა სააკაშვილმა. ვისაც ეს სჯერა, არის კლინიკური იდიოტი, ან არის სრულიად უსინდისო .ამას მე ვერ მივიღებ. არასოდეს არც ერთი თეთრი საქართველოსთვის არ მომიპარია. საერთო ჯამში, რამდენიმე ათეული მილიარდი არ მოვაპარიე სხვას და გადავანაწილე ჩვენს ქვეყანაზე. როცა იუსტიცის მინისტრი ვიყავი და გარშემო ყველას იპარავადა, ვაგროვებდი თეთრს პატიმრებისთვის რაღაც გაგვეკეთებინა. საკრებულოში ზოდელავას გამოვგლიჯავდი ბიუჯეტს და ჩემი ცხოვრების პრინციპია, რომ ყველაფერი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახედებია, ეს არის ჩემი იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics