|
2025-07-31 19:43:42, 3254 ნახვა
საზოგადოება
ენერგეტიკის ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ხშირი გათიშვისთვის სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაუარესება 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მარეგულირებელი აქტისა და ლიცენზიის პირობების დარღვევად იქნა აღიარებული. „კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ყოველწლიურად აკონტროლებს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების დინამიკას, აანალიზებს მათ მიზეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასის“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები, მათ შორის, თითოეული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა და თითოეული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების საშუალო სიხშირე.“ კვლევამ აჩვენა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს „თელასის“ ლიცენზირებულ ტერიტორიაზე 11 740 გათიშვა მოხდა… რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის ლიცენზიით დაფარულ ტერიტორიაზე 74 504 გათიშვა მოხდა… საჯარო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ შემუშავდება ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე ინდიკატორები, რომელთა განხორციელება კომპანიებისთვის სავალდებულო იქნება“, - განაცხადა ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)