13:41 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-28 13:01:10, 2110 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ახდენდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: 6.23 გრამამდე „ჰეროინი"; 15.3 გრამამდე „პრეგაბალინი"; 0,81 გრამამდე „ალფაპევეპე; 0,1158 გრამი მორფინის ფუძე; 0,614 გრამი კოდეინის ფუძე; 0,165 გრამი ფენტალინი; 115 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანა";

8 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებით (დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

6 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 ტერცია მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას" უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics