|
2025-07-24 12:30:56, 1906 ნახვა
სამართალი
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორმა ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი მიიღო- TI
2014-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა 56 მლნ ლარი მიიღეს - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველო ავრცელებს. TI-ის ცნობით, ამავე დროს, კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ 783 ათასი ლარი შესწირეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ვახტანგ კარიჭაშვილის ორი კომპანია - შპს „ბოლერო ენდ კომპანი“ და შპს „GVMT Group“ საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორ 10 უმსხვილეს კომპანიაში შედის. განცხადების მიხედვით, ვახტანგ კარიჭაშვილმა „ქართულ ოცნებას“ პირველად 2016 წელს შესწირა თანხა 120 ათასი ლარი. შემოწირულობა შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ სახელით განახორციელა. 2018 წელს მისმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „მილადა ინტერნეშინელმა“ შესწირა პარტიას 100 ათასი ლარი. სხვა დროს, „ქართულ ოცნებას“ თანხას მისი კომპანიების დირექტორები სწირავდნენ, ხუთმა დირექტორმა 563 ათასი ლარი შესწირეს 2017-2025 წლებში. აქედან ოთხმა, ირაკლი ბექაურმა (60 ათასი ლარი), დავით ბოჭორიშვილმა (40 ათასი ლარი), კახაბერ გაბეშიამ (30 ათასი ლარი) და გიორგი ბოლოთაურმა (10 ათასი ლარი), „ქართულ ოცნებას“ თანხა 2025 წელს შესწირეს. ცხრილი: ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიები, რომლებმაც სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სუბსიდიები მიიღეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)