|
2025-07-22 15:30:39, 1911 ნახვა
სამართალი
მზად ვართ, საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ბათუმელებს ყადაღა მოვუხსნათ- შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური ბათუმელების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მზად არიან საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ყადაღა მოხსნან. "საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ბათუმელებს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით. ასევე განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით. შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა ბათუმელების ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 21 ივლისს ბათუმელებმა გაავრცელა ინფორმაციას, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ბათუმელების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინკასოს ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, მაგრამ მედია აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლასა და მზია ამაღლობელის მოახლოებულ განაჩენს უკავშირებს. ბათუმელების ცნობით, კოდექსის შესაბამისად, მათ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და გრაფიკით გადახდა მოითხოვეს, რაზეც უარი ეთქვათ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)