19:34 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 13:08:54, 45022 ნახვა

რეგიონი
ბახმარო უხვი ნალექის შემდეგ მოწყვეტილია გარე სამყაროს - არც გზა არის, არც მედპუნქტი, არც პროდუქტია -თათია ნიკოლაშვილი

“ბახმარო უხვი ნალექის შემდეგ მოწყვეტილია გარე სამყაროს - არც გზა არის, არც მედპუნქტი, არც პროდუქტია – სტიქიის შემდეგ მთავრობა დროულად არ რეაგირებს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა

 “სტიქიამ ბახმაროში ძალიან მძიმე შედეგები დააყენა, უხვმა ნალექმა გამოიწვია გზების ჩახერგვა, ამ დრომდე ცენტრალური გზებიდან ბახმარომდე მისვლა არის შეუძლებელი, ცხადია შიდა გზებიც არის ჩაკეტილი და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ იქ მყოფ ადამიანებს, სადაც ყველაზე დიდი წილი არიან ბავშვები, შესაბამისი დახმარების გაწევა მოხდეს დროულად. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ეკუთვნის ბახმარო, არ არის შესაბამისი ტექნიკით მომარაგებული, არ აქვს შესაბამისი რესურსი და შესაბამისად, ცენტრალური მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა, რომ მოხდეს შესაბამისი ტექნიკის გადაცემა სხვადასხვა რეგიონებიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ბახმარო არ არის ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები პროდუქტებით მომარაგებულები მიდიან, ან შესაბამისი სამედიცინო პუნქტები არ არის. შეუძლიათ ამ ადამიანებს, რომ დროულად მოხდეს შესაბამისი რესურსების მობილიზება და ადამიანებისთვის დახმარების გაწევა უნდა იყოს ახლა ნომერ პირველი საზრუნავი მათთვის, რადგან არ არის იქ მოწყობილი ტურისტული ზონისთვის შესაფერისად სამედიცინო პუნქტი იქნება ეს თუ რესურსები.” - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics