|
2025-07-11 23:30:15, 10431 ნახვა
სპორტი
თბილისის დინამოს კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერლიგის კლუბში ითამაშებს
ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ კარაგუმრუკში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ქართულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. დინამო თბილისის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ კლუბ კარაგუმრუკში გააგრძელებს. მხარეები შეთანხმდნენ იჯარის ხელშეკრულებაზე ერთი წლის ვადით. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს. „წარმატებებს გისურვებ, ნიკა“, - ნათქვამია თბილისური კლუბის განცხადებაში. 21 წლის მცველი თბილისის დინამოს აკადემიის კურსდამთავრებულია. ის ძირითად გუნდში 2022 წელს დაწინაურდა, ხოლო ეროვნულ ლიგაში დებიუტი 2023 წელს შეასრულა. მან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. უგრეხელიძემ 21-წლამდელთა ნაკრებში ყველა საკვალიფიკაციო მატჩი ჩაატარა, თუმცა ტრავმის გამო რამაზ სვანაძის გუნდს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარა. 21 წლის ნიჭიერი ქართველი მცველი Transfermarkt-ზე 350 000 ევროდ არის შეფასებული.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)