|
2025-07-07 17:40:55, 8955 ნახვა
სპორტი
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს- ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები კოსოვოში გასამართ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია. გოგონათა საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მზად არის FIBA U16 Women’s EuroBasket-ის C დივიზიონში იასპარეზოს, რომელიც 2025 წლის 8-13 ივლისს, კოსოვოში გაიმართება. შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ: ნომერი 1- ელენე კალანდარიშვილი; ნომერი 2- თამარ ზავრადაშვილი; ნომერი 4- ლიზი ჯაბუა; ნომერი 7- მარიამი კეკელია; ნომერი 9- ნინი ივანიძე; ნომერი11- ელენე ბოხუა; ნომერი 14 - ბაია ზურაბიშვილი; ნომერი 16- მარიამ ყაველაშვილი; ნომერი 20- ანა მესტუმრიშვილი; ნომერი 24- ლინა უგრეხელიძე; ნომერი 30- ეკატერინე ქართველიშვილი; ნომერი 77- ანასტასია აბულაძე. ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებული. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, 3 საუკეთესო გუნდი B დივიზიონში გადავა და 2026 წელს უფრო მაღალი დონის ტურნირზე იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატისთვის დიდი შემართებითა და მონდომებით ემზადებოდა. ახალგაზრდა კალათბურთელები ქვეყნის მომავლის იმედს წარმოადგენენ. ისინი მთავარი მწვრთნელის, გიორგი გოლიაძის ხელმძღვანელობით გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და საერთაშორისო გამოცდილებასაც მიიღებენ. ნაკრების მთავარ მწვრთნელს U16-ზე ასისტენტობას მაია ჩარგეიშვილი გაუწევს. გოგონების ფიზიკურ წრთვნაზე ეკატერინე წივწივაძე ზრუნავს, ჯანმრთელობაზე კი ნაკრების ექიმი- გვანცა კოპალეიშვილი. ნაკრების დელეგაციას კახა შენგელია უხელმძღვანელეს, მას კი მხარდაჭერას მენეჯერი, ლელა ცანავა გაუწევს. საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი გამოსვლით პლეი-ოფის საგზურის მოპოვებასა და საუკეთესო სამეულში მოხვედრას შეეცდება, რაც ნაკრებს B დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობას მისცემს. გუნდის თამაშები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შედეგები FIBA-ს ოფიციალურ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი. ერთად ვუგულშემატკივროთ 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)