|
2025-07-01 21:02:09, 1553 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო
აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში განხილვის შემდეგ მიიღო. კანონპროექტს 50-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 50 კი, წინააღმდეგი იყო, თუმცა გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა. რესპუბლიკელმა სენატორებმა, რენდ პოლმა, სიუზან კოლინზმა და თომ ტილისმა დემოკრატებთან ერთად კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. როგორც უცხოური მედია წერს, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობამ შეძლო ალიასკის სენატორის, ლიზა მურკოვსკის დარწმუნება, რომელიც ადრე კანონპროექტთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამდა, რომ მხარი დაეჭირა. როგორც აღინიშნა, მრავალტრილიონი დოლარის ღირებულების კანონპროექტი გადასახადების შემცირებას და ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდას შეუწყობს ხელს. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ვიდრე პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნათ. დეფიციტთან, სოციალურ პროგრამებთან და ხარჯების დონესთან დაკავშირებულმა დავებმა შესაძლოა, შეფერხებები გამოიწვიოს.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)