|
2025-06-30 20:21:10, 937 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა და ევროკავშირი ახალი სავაჭრო პირობების შესახებ შეთანხმდნენ
უკრაინა და ევროკავშირი ახალი სავაჭრო პირობების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ევროკომისიის ცნობით, კომისიამ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გადახედვის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა. კერძოდ, ევროკავშირმა და უკრაინამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის ლიბერალიზაციის დებულებების გადახედვის შესახებ. „ამ მოდერნიზებული შეთანხმებით ჩვენ უკრაინიდან ევროპისა და გლობალური ბაზრებისკენ სავაჭრო კავშირებს უზრუნველვყოფთ. ასევე, რუსეთის უსამართლო აგრესიის ფონზე მდგრად და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს ვაშენებთ. ამავდროულად, ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მოდერნიზებული შეთანხმება ითვალისწინებს: თანაბარ პირობებს: ბაზარზე ახალი წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ევროკავშირის წარმოების შესაბამის სტანდარტებთან უკრაინის თანდათანობით შესაბამისობაში მოყვანაზე, როგორიცაა ცხოველთა კეთილდღეობა, პესტიციდებისა და ვეტერინარული მედიკამენტების გამოყენება. მძლავრი დაცვის პირობა: ორივე მხარეს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს დამცავი მექანიზმი შესაბამისი ზომების მისაღებად ისეთ სიტუაციებში, როდესაც იმპორტმა შეიძლება ერთ-ერთი მხარისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სავაჭრო კავშირების გაფართოება: განახლებული შეთანხმება უკრაინის მიერ ევროკავშირთან ვაჭრობის მხარდაჭერასა და ევროკავშირის ზოგიერთი სოფლის მეურნეობის სექტორის ინტერესებს შორის ბალანსს ადგენს. „უკრაინის ადგილი ევროკავშირის ოჯახშია. ჩვენ ორმხრივი ზრდისა და სტაბილურობის გზაზე სვლის ერთგულები ვრჩებით, რაც ჩვენს კავშირში უკრაინის სრულ ინტეგრაციამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)