|
2025-06-29 12:04:38, 829 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის
მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ? - ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სასულიერო პირებთან დაკავშირებული მისი პუბლიკაციების შესახებ დასმულ შეკითხვას. „იმის შესახებ, მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან, ან სასულიერო პირებს აქვთ თუ არა პრობლემები ჩემთან : მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ. როგორ შეიძლება ჩემთან პრობლემები ჰქონდეთ?“, - აღნიშნა ფაშინიანმა. მისი თქმით, მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები, რომლებიც მონაზვნობის აღთქმას დებენ, დებენ ფიცს, აღთქმას, რომ მათ პირადი ცხოვრება არ ექნებათ. „ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის“, - აღნიშნა ფაშინიანმა. მისი თქმით, სასულიერო პირების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია მას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა. „საეკლესიო პირები, მათი ქმედებების გამო, ოპერატიული ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული ორგანოა და ყოველდღიურად მაწვდის ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ“, - აღნიშნა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)