|
2025-06-27 16:29:36, 969 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სანქციების შესახებ ახალ სახელმძღვანელოს ავრცელებს
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სანქციების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შედგენილ ახალ სახელმძღვანელოს ავრცელებს, რომელიც საქართველოში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მათივე ინფორმაციით, სახელმძღვანელო ასახავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით და წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს დაეხმარება სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვაში და შესაბამისობის უზრუნველყოფაში. სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს სანქციების გვერდის ავლისთვის და აგრძელებს დასავლური სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სხვა კრიტიკული საქონლის, მათ შორის საბრძოლო ტექნოლოგიების, მესამე ქვეყნების მეშვეობით შეძენას. რუსეთი ეყრდნობა ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტები, საქონლის საბოლოო დანიშნულების გაყალბება და პროფესიული თავის არიდების ქსელები. სახელმძღვანელოს მიხედვით, საქართველოს კონტექსტში, ეს შეიძლება მოიცავდეს:
სახელმძღვანელოში ასევე აღნიშნულია, ის რისკები, რომლებიც შესაძლოა ქართულ ბიზნესს დაემუქროს. „მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან იურიდიულად ვალდებულნი დაიცვან დიდი ბრიტანეთის სანქციები, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის არმქონე სხვა პირები, რომლებიც ხელს უწყობენ დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლას, გარკვეული რისკების წინაშე დგანან, როგორიცაა:
ანგარიშის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულის შედეგად, ბევრი ბრიტანელი კომპანია უარს იტყვის ასეთ პირებთან ან კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე, თუ ისინი ვერ ამტკიცებენ, რომ დანერგეს ეფექტური ზომები, რათა თავიდან აიცილონ მათგან მიღებული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების გაგზავნა რუსეთში ან რუსეთთან დაკავშირებული პირებთან.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)