|
2016-03-19 14:40:56, 1664 ნახვა
კომენტარი
გიგი წერეთელი: ქვეყანაში უკანონო მოსმენა და თვალთვალი უნდა დასრულდეს
ამ აქციაზე მოსვლის მიზანი არის სოლიდარობა საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ქვეყანაში უკანონო მოსმენა და თვალთვალი უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს „თუ ის არის ხელისუფლება, მას აქვს შესაბამისი ბერკეტები. მის ხელშია რეგულაციები და დამნაშავეების დასჯაც. ამიტომ, დღეს მთავარი მიზანია, რაც უფრო მკაფიო და ხმამაღალი იქნება აქციის გზავნილი, ხელისუფლებაც უფრო მალე მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. ცნობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა. აქციაზე 300 ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)