02:27 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 19:13:41, 990 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: უკრაინაში ვიზიტს ძალიან სერიოზულად განვიხილათ

უკრაინაში ვიზიტს ძალიან სერიოზულად განვიხილავთ,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტნმა გიორგი ამრგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას საქართველოს  გვერდში დგომა სჭირდება. პრეზიდენტი  ჯერჯერობით ვიზიტის შემადგენლობაზე დაზუსტებით  ვერ საუბრობს.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ უკრაინაში ვიზიტს.იმიტომ, რომ ჩვენს ძალიან ახლო მეგობარ ქვეყანას მუდმივად სჭირდება საქართველოს გვერდში დგომა და ყველა შემთხვევაში როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება, ამას ვაფიქსირებთ.ვიზიტის შემადგენლობაც სრულდება და ვმუშაობთ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ საქართველოს ხელისუფლებას კიევში 20-21 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიწვევა გუშინ გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics