|
2016-03-19 14:20:16, 1588 ნახვა
კომენტარი
ნინო გოგუაძე: როდესაც ადამიანებს სიკვდილისთვის იმეტებენ, ეს საზოგადოებას ეხება
მე დღეს მოვედი აქციაზე „ეს შენ გეხება“, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება მე მეხება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გოგუაძემ აღნიშნა, როდესაც ადამიანებს სიკვდილისთვის იმეტებენ, ეს საზოგადოებას ეხება. „როდესაც ადამიანებს ტერორისტულ აქტს უწყობენ, ეს მე მეხება, როდესაც საზოგადოებას ატერორებენ, ეს მე მეხება. ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ იმის სათქმელად, რომ ვინც არ უნდა იყოს ის მანიაკი, რომელიც ასე ექცევა ადამიანებს, მას ეს არ გაუვა. საზოგადოება არ არის ბრბო, საზოგადოება ყოველთვის გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. ცნობისთვის კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიემართებიან. სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა. აქციაზე 300 ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია პოლიცია.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)